იმედი გვაქვს, პატრიარქი 7 იანვარს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საშობაო მსახურებას ჩაატარებს, – ამის შესახებ პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა.
მისივე თქმით, უწმინდესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ყოველდღიურად ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.
„გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. მიღებები არ იყო. ეპიზოდურად პატრიარქს მეუფეები, მონაზვნები რამდენიმე მონასტრებიდან სტუმრობდნენ. ყველა ცდილობდა უწმინდეს გაფრთხილებოდა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების მონაცემები გაუმჯობესდა. დინამიკა დადებითია. უწმინდესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ღვთის შეწევნით, ყოველდღიურად ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის“, – განაცხადა ექიმმა.
კომენტარები