“უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება”- გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“მინდა ყველას მივესალმო, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა პოლიტპატიმარს არ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან ჩვენი პარტიის პოლიტპატიმარი სხვა პარტიისგან, ჩვენი ფლანგის პოლიტპატიმარი, სხვისი ფლანგის, ჩვენ სამწუხაროდ გვყავს პოლიტპატიმრები, თუ ეს ამ პროცესის დასაწყისია, კარგია, მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრია,” – აღნიშნა უგულავამ.
კომენტარები