ე.წ.მესაზღვრეებმა სოფელ ჯარიაშენთან, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლე, 25 წლის რევაზ სრესელი დააკავეს.
,,გუშინ შვილს დაბადების დღე ჰქონდა, დღეს დილით კი, გადაწყვიტა, რომ ეკლესიაში ასულიყო და სანთლები აენთო. ღვთისმშობლის სახელობის სალოცავი ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარეობს, ამ ადგილს ქართული მხარე ვერ აკონტროლებს და შესაბამისად, ჩვენ დიდი ხანია აღარ ავდივართ ამ ეკლესიაში. როგორც ვიცით, რეზომ სანთლების ანთება მოახერხა და უკან დაბრუნებისას დაიჭირეს“, – აცხადებს სოფელ ჯარიაშენის მკვიდრი ნოდარ სრესელი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. დამკვირვებლები ამ დრომდე სოფელში იმყოფებიან.
კომენტარები
