გიგი უგულავამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის. მე გულწრფელად მაქვს სრუვილი, რომ მას შევხვდე და თუ 1% შანსი არსებობს იმის, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, მაშინ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ადამიანები ვართ, რომლებიც, ფაქტობრივად, 10-15 წელია ერთად მოვდივართ. შეუძლებელია, რომ საერთო ენა ვერ გამოინახოს, როდესაც ასეთი დიდი პრობლემები აქვს ქვეყანას.
ის, რაზეც ვლაპარაკობთ ჩემი და ჩემი კოლეგების ტკივილია. შიდა პრობლემაა. რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სისტემაში ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტიის შიდა პრობლემები დემოკრატიის პრობლემაა იმიტომ, რომ პარტიები ქმნიან კონკურენტულ დემოკრატიას პატარა ქვეყანაში.”-განაცხადა უგულავამ.
კომენტარები