“ან საქმიანად ვისაუბროთ ან რაღაც მორატორიუმი მაინც გამოაცხადეთ ყრილობამდე, თორემ უკვე ძალიან მძიმე საყურებელი ხდება ეს ყველაფერი!“, – წერს ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიას” წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე:
”ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის, რომელიც შეწუხებულია ქვეყანაში მძვინვარე პოლიტიკური, სახელისუფლებო და ეკონომიკური კრიზისით, არავითარ ინტერესს არ წარმოადგენს ის გაუთავებელი კინკლაობა, რომელსაც ნაცმოს მესვეურები და განსაკუთრებით მათი მხარდამჭერები გვთავაზობენ სოციალურ ქსელებში და ტელევიზიებში. ჩემთვის საინტერესოა რა მოხდება 20 იანვრის შემდეგ!
ჩემთვის საინტერესოა, როგორი იქნება პარტიის ახალი სტრუქტურა ყრილობის შემდეგ. ჩემთვის საინტერესოა, გამოეყოფა თუ არა ერთი ნაწილი პარტიას და როგორი იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები. ჩემთვის საინტერესოა, შეიქმნება თუ არა ახალი ოპოზიციური პარტია და ითანამშრომლებს თუ არა ”ნაცმოსთან”. და რაც მთავარია, მე მაინტერესებს, არსებობს თუ არა კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგია და ტაქტიკა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ”ნაცმომ” უახლოესი 4 წლის განმავლობაში?
ან საქმიანად ვისაუბროთ ან რაღაც მორატორიუმი მაინც გამოაცხადეთ ყრილობამდე, თორემ უკვე ძალიან მძიმე საყურებელი ხდება ეს ყველაფერი!”, – წერს მამუკა გამყრელიძე.