ახალი პოლიტიკური გაერთიანება და საგანგებო განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში. “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილმა პარტიის რიგები დატოვა. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა:
“უთანხმოების ლოგიკური გაგრძელება და კულმინაცია პარტიის ყრილობის გარშემო გაგრძელდა. ის ყრილობა, რომელიც იგეგმება დღეს, მოემსახურება მხოლოდ პარტიის გახლეჩვას და ვერ შეასრულებს პარტიის გაერთიანების ფუნქციას. დღეს ხდება “ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა. ეს არის ემოციურად მძიმე განცხადება. იმიტომ, რომ მე ვიყავი ამ გუნდში, მათ შორის მაშინაც, როცა ამ გუნდს ძალიან უჭირდა”, – განაცხადა ბაქრაძემ.
კომენტარები