ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებს მართავს.
უცნობია, რა მიზანს ემსახურება ვიოლა ფონ კრამონის ვიზიტი თბილისში. ევროპარლამენტარი „ლელოს“ ლიდერებს უკვე შეხვდა. ვიოლა ფონ კრამონს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, ევროდეპუტატი, მედიის შეკითხვებს გაურბის. „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის რამდენიმე მცდელობა, ვიოლა ფონ კრამონს გასაუბრებოდა, უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა მან ვრცელი კომენტარი მისცა ოპოზიციურ არხს.
კომენტარები