დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მერია გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს საკრებულოში მომდევნო კვირას წარადგენს.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა განიხილება და მათგან საუკეთესო შეირჩევა.
”გამწვანების საქალაქო სამსახურის პოსტი ამჟამად ვაკანტურია. მიმდინარეობს შერჩევა და საბოლოო გადაწყვეტილებას წარვუდგენთ საკრებულოს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას. არის რამდენიმე კანდიდატი როგორც უწყების შიგნით, ასევე მის გარეთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კომენტარები