სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას იქნენ გადაყვანილი, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიის ერთობლივი მუშაობით მოხერხდა ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
„ამჟამად მოქალაქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები