სუდანში ჩარჩენილი კიდევ 13 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. თვითმფრინავი უკვე დაფრინდა, მათ ახლობლები აეროპორტში ელოდებიან.
13 მოქალაქე ორი ღამის განმავლობაში კაიროში იმყოფებოდა. კომპანია „My Airways“ დირექტორის განცხადებით კი კომპანიის თანამშრომლების ქვეყანაში დაბრუნება საქართველოს საგარეო უწყების უშუალო ჩართულობით მოხერხდა.
სუდანიდან ევაკუირებულთა ნაწილი საქართველოში, 27 აპრილს დაბრუნდა.
კომენტარები