სომხეთის ცესკო-ს წარმომადგენლის, ჰერმინე ჰარუტუნიანის განცხადებით, რომელიც საქართველოში რიგგარეშე არჩევნებს აკვირდებოდა, ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის საპილოტე პროექტი წარმატებული იყო.
„შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ, თუ როგორ იმუშავეს საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა და ასევე კმაყოფილები ვართ საარჩევნო მენეჯმენტით, რომელიც საქართველომ განახორციელა. არჩევნების დღეს რამდენიმე ლოკაცია მოვინახულეთ ქუთაისში. გასაოცარი იყო, თუ როგორ იყვნენ დატრენინგებულები და ინფორმირებულები თანამშრომლები. ამავდროულად, ამომრჩევლებიც კარგად ფლობდნენ ინფორმაციას ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰერმინე ჰარუტუნიანმა.
კომენტარები