ნული ქულით შეაფასეთ ჩემი კომპეტენცია ევროპულ სამართალში, რა სინდისით შეგიძლიათ ეს შეაფასოთ, დამისაბუთეთ, – ასე მიმართა იუსტიციის საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ საიას თავმჯდომარეს ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც რამდენიმეთვის წინ ევროსასამართლოს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში გოცირიძეს ნული ქულა დაუწერა.
“ნული ქულით შეაფასეთ ჩემი კომპეტენცია ევროპულ სამართალში, რა სინდისით შეგიძლიათ ეს შეაფასოთ, დამისაბუთეთ, რატომ მაქვს ცუდი მსჯელობის უნარი არ ვიცი საქართველოს კანონონი და ევროპული სამართალი. ეს იყო ბოროტება. გამიცრუეთ იმედები”, – უთხრა საბჭოს სხდომაზე გოცირიძემ ნაცვლიშვილს. .
“თქვენ იმედები გაუცრუეთ საზოგადოებას. ჩემი შეფასება იყო სამართლიანი”, -ასე უპასუხა ნაცვლიშვილმა.
კომენტარები