პრეზიდენტი მიხეილ მგალობლიშვილის საქმეზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს, თუნდაც გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიებაზე ზეწოლად არ იქნას აღქმული, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ცოლის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
“დაკავებულს ჰყავს ადვოკატი და იგი უფლებამოსილია ყველა შეკითხვას უპასუხოს”,– განაცხადა მიშველაძემ.
საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ მგალობლიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მგალობლიშვილს სასამართლომ 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პრეზიდენტი ცოლის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს
2017/01/17 15:22:01

ნანახია: 1302 ჯერ