“ისინი, ვინც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდნენ, გიორგი პაპუაშვილი და მისი რამდენიმე კოლეგა იყო, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფს წარმოადგენდნენ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
“მანანა კობახიძე ყოველთვის სამართლისა და სამართლიანობის მხარეს იდგა, მაშინ როდესაც ის არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, იყო ადვოკატი და იყო პარლამენტის წევრი. დარწუნებული ვარ, მომავალშიც მისი მთავარი პრინციპი ეს იქნება – იყოს სამართლის, სამართლიანობისა და კანონის სამსახურში. ეს არის ამოსავალი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე შევჯერდით“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკის აზრით, “საკონსტიტუციო სასამართლო იმისთვის არ არსებობს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით მაინცადამაინც „ანტაგონისტური დამოკიდებულება“ ჰქონდეს.
“ეს საკონსტიტუციო სასამართლოს თვითმიზანი არ არის. პირიქით, არსებობს პარლამენტში მუშაობის წესი, ხედვები და კარგი იქნება, კომუნიკაცია თუნდაც პიროვნების მეშვეობით ხორციელდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.