„უახლოეს ხანში სააკაშვილს ქალაქ ოდესის ხელმძღვანელობასთან მორიგი შეჯახება ელის. საქმე ოდესაში ქუჩების გადარქმევას ეხება“ – ამის შესახებ გაზეთი „ახალი თაობა“ წერს.
გამოცემის თანახმად, აქამდე ოდესაში 15 ქუჩას სახელი ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით გადაერქვა. გავრცელებული ინფორმაციით კი, ამჯერად ახალი დასახელებების შემოღების ინიციატივით გამოდის ოლქის ადმინისტრაცია სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რაც ქალაქის საბჭოსთან არ არის შეთანხმებული.
„ერთ-ერთ ქუჩას უნდა დაარქვან რომან შუხევიჩის სახელი. შუხევიჩი ჰიტლერის დაქვემდებარებაში მყოფი ბატალიონის მეთაური იყო“ – წერს გამოცემა.
კომენტარები