“ნაციონალურ მოძრაობას” გენერალური მდივანი აღარ ეყოლება. როგორც “ქრონიკას” პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ბიბილაშვილმა განუცხადა, განახლებული გუნდი ჰორიზონტალური მმართველობის მოდელზე გადადის და სამდივნოებზე უარს ამბობს.
ბიბილაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მთავარი მმართველი რგოლი პოლიტსაბჭო იქნება.
როგორც ცნობილია 20 იანვრის ყრილობის შემდეგ პოლიტსაბჭოს ნიკა მელია თავმჯდომარეობს,მისი მოადგილეები ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე არიან.
კომენტარები