,,პირველი რადიოს” ინფორმაციით საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები იგეგმება. ინფორმაციის თანახმად შესაძლოა თანამდებობა დატოვოს მედია წარმოების ბლოკის დირექტორმა სერგი გვარჯალაძემ. ამ ცვლილებასთან ერთად არ არის გამორიცხული დაიხუროს გადაცემა “c ბლოკი”. ,,პირველი რადიოს” ინფორმაციით, ასევე შესაძლოა, უახლოეს მომავალში გადაცემა 2030-ის წამყვანი მაკა ცინცაძე “ჯი-დი-ეს”- იდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადავიდეს და ახალი პოლიტიკური თოქ-შოუ გააკეთოს. რაც შეეხება სხვა ცვლილებებზე არხზე შესაძლოა აღდგეს დილის გადაცემა ”ალიონი”. ია ანთაძის მრჩევლად დანიშვნის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთი ცვლილება განახორციელა, მის მრჩევლად ფინანსურ საკითხებზე ნოდარ ჭიჭინაძე დაინიშნა. რომელც მანამდე თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროს იყო – მერიაში მუშაობამდე კი საზოგადოება 2030-ის წევრი იყო.
