„ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს მოღალატეობრივ საქმიანობას, ეს მათი საყვარელი სიტყვაა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
ქუცნაშვილი ცერცვაძის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ნათქვამის ინტერპრეტირება დამახინჯებულად მოხდა. როგორც ქუცნაშვილი აღნიშნავს, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს.
„ახალი წლის დაწყება დასრულდა “ნაციონალური მოძრაობის“ 4 ნაწილად დაშლით, მიუხედავად იმისა, რომ დაიშალნენ, აგრძელებენ მიზანმიმართული დემაგოგიის გავრცელებას ყველა კუთხით. ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს ხელისუფლებას დააბრალოს ის, რაც საერთოდ არ ეხება და არ შედის ხელისუფლების კომპეტენციაში. იგივე ცერცვაძის თემის ირგვლივ მოხდა მათ მიერ ჩემი ნათქვამის დამახინჯება. სამჯერ დადევნებული ჟურნალისტი მეკითხება ვიცნობ თუ არა ცერცვაძის ქეისს და ვპასუხობ, რომ არ ვიცნობ. მაინც მაცივდება, რომ ვუპასუხო, ამ დროს კი პასუხი სულ სხვა კონტექსტში გავეცი, თუმცა რა ინტერპრეტაციით გავიდა, ყველამ კარგად ნახა. ეს იყო ფაქტების გამყალბებელი ჟურნალისტი. ვეუბნები არ ვიცნობ ფაქტებს და მთხოვს მის შეფასებას. ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაცია. მე ზოგადად ვახსენე, რომ მკვლელს ეროვნება არ აქვს და არა ცერცვაძის შემთხვევაში, რაზეც განვუმარტე, რომ აღნიშნულზე კომენტარს ვერ გავაკეთებდი. როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობას პასუხი მოსთხოვო უკრაინის მთავრობის ქმედებაზე,“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზაქარია ქუცნაშვილი: ცერცვაძესთან დაკავშირებით მოხდა ჩემი კომენტარის მიზანმიმართულად დამახინჯება
2017/01/25 11:37:19
კომენტარები
ნანახია: 1203 ჯერ