ოლიმპიური კომიტეტის არჩეული პრეზიდენტის ლერი ხაბელოვისთვის უცნობი იყო, რომ მის კონკურენტს არჩევნების შედეგები სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.
“არჩევნები რომ დამთავრდა ირაკლი მეძმარიაშვილს არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს, პირიქით, გამარჯვება აღიარა, მომილოცა და განაცხადა, რომ არჩევნები გამჭირვალედ ჩატარდა. არ ვიცი რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ, ალბათ განაჩენი ჩაგვბარდება, გავეცნობით და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ, როგორ მოვიქცეთ”, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ლელო“ ავრცელებს.
კომენტარები