დიდ დიღომში არსებული სპორტული ცენტრის “ახალი თბილისის” ფრენფურთის დარბაზში, დღეიდან სამიდღის განმავლობაში საჭიდაო ხალიჩა გაიშლება. 30 იანვრის ჩათვლით, აღნიშნული არენა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. პირველობაზე, აღნიშნული ასაკის, ყველა უძლიერესი და ტიტულიანი ქართველი ფალავანი იასპარეზებს.
კომენტარები