საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში საპარლამენტო მოდელი კიდევ უფრო გაძლიერდება.
„ამიტომ, ბუნებრივია საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში აისახება და კიდევ უფრო გაძლიერდება ინსტიტუციურად ეს მოდელი. შესაბამისად, ცვლილებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია მორგებულია ამ მოდელზე და საპარლამენტო მოდელის გრძელვადიან შემდგომ განმტკიცებაზე.
დღეს პირველი შეხვედრაა ჯგუფის, რომელიც განიხილავს მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებს. კონკრეტული ცვლილებები თუ მოხდება პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშრებით, ეს იქნება სამუშაო ჯგუფის და კომისიის ერთიანი მუშაობის შედეგი.
თუ ჩვენ მივდივართ საპარლამენტო მოდელის შემდგომი განმტკიცებისკენ, რასაც კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა ეთანხმება და ამაზე გარე კონსესუსიც არსებობს, ბუნებრივია მოგვიწევს მსჯელობა კომისიის ფარგლებში რომ არსებული სისტემა გადაიხედოს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.