პარლამენტი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლე ჰყავდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
“ეს იყო მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას გავაგრძელებთ იმისათვის, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე შევჯერდეთ და ასეთი რამ არ განმეორდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მოსამართლით წარმოდგენილი იყოს სტრასბურგის სასამართლოში. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება. პარლამენტს აქვს თავისი ფუნქციები ამ სფეროში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სათანადო პროცესის საფუძველზე ავირჩიოთ მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოში – ამას პარლამენტი ყურადღებას დაუთმობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.