“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თებერვალში ახალი პარტიის პრეზენტაციას გეგმავს.
როგორც ხმალაძემ “პრაიმტაიმთან” საუბარში აღნიშნა, ახალი პარტიის შექმნა უსუფაშვილმა არაერთხელ დააანონსა მედიასაშუალებებთან ინტერვიუებში.
უსუფაშვილის ახალ პარტიის წევრობას ხმალაძე არ გამორიცხავს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ “რესპბულიკური პარტიიდან” წამოსული პოლიტიკოსების გარდა, ახალ პარტიაში შესაძლოა, პაატა ბურჭულაძის ყოფილი პარტნიორებიც გამოჩნდნენ.
დავით უსუფაშვილმა და პარტიის რამდენიმე წევრმა პარტია 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვეს.
კომენტარები