უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Українська революція მორიგ სკანდალურ ჩანაწერს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ (მიხეილ სააკაშვილი ესაუბრება დავით საყვარელიძეს):
ჩანაწერში საუბარია იმაზე, რომ ცერცვაძის საქმე გივი თარგამაძემ “მიიწერა”.
საყვარელიძე: არა ეგ გასაგებია, თუმცა რასაც მე ვწვავლობ დავრბივარ და ვის აღარ ველაპარაკები, ეგენი რომ ვაფეისბუქო, შეიძლება გმირად გამომაცხადონ, მაგრამ ეხლა მაგ ფარჩაკის დონეზე ხომ არ დავალ.მთავარია ჩვენი ბიჭები ყველაფერს ხედავენ, ვინ და როგორ უდგას გვერდით
სააკაშვილი: კი ეგრეა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, კაი ეგ ლოთი იქით იყოს და რამე გაქვს სიახლე ?
საყვარელიძე: კი პროკურატურაში ჩემებსაც ველაპარაკე და მაგრად მაიმედებენ.ზევიდანაც კარგი განწყობააო.
სააკაშვილი: კარგია.მეც ველაპარაკე ვიღაცეებს.პიარის კუთხით მაქსიმალურად უნდა გავაქტიურდეთ, რომ გივის არ მიეწეროს ეს ყველაფერი. მემგონი ვერ გაბედავენ და გამოუშვებენ ამიტომ შენც უნდა გამოჩნდე ხშირად, რომ ჩვენ მივიწეროთ ბოლომდე ცერცვაძეს გამოშვება. ისე ეს თემა მაგარი აწია გვარამიამ და კიდევ დაგვეხმარება.
საყვარელიძე: კი და თანდათანობით მაგრად ხურდება. იმენნა გაფარჩაკდნენ.ხმას ვეღარ იღებენ და რაღაც გაუგებარ განცხადებებს აკეთებენ. მაგრად აეწვათ
სააკაშვილი: აბა რა ეგონათ .ჯერ კიდევ სად არიან. ბოლომდე უნდა შევუსრულოთ.
http://uarevo.in.ua