თქვენ დაიმსახურეთ ეს და მე ვამაყობ, რომ ჩემი წვლილი მაქვს დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მიჰალ ბონიმ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მან გამოსვლისას საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველომ ის უმაღლესი ნიშნული დააკმაყოფილა, რომელიც თან ახლავს ვიზალიბერალიზაციის პროცესებს.
”მე მსურს მივმართო საქართველოს მოქალაქეებს. ძვირფასო ქართველებო, დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირის პარლამენტისა გახლავთ ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ვიზალიბერალიზაციის მარათონზე. თქვენ დაიმსახურეთ ეს და მე ვამაყობ, რომ ჩემი წვლილი მაქვს დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში. ვიზალიბერალიზაციის პროცესი საშუალებას მოგცემთ ძალიან დიდი შესაძლებლობებისა და კარს გაგიხსნით, რომ უფრო მეტად განვითარდეს თქვენი ქვეყანა. ვინაიდან, თქვენ დააკმაყოფილეთ ის უმაღლესი ნიშნული, რომელიც თან ახლავს ვიზალიბერალიზაციის პროცესებს. ასევე, ასოცირების დღის წესრიგიც იქნა დაკმაყოფილებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიზალიბერალიზაცია უფრო მეტ ენერგიას და ენთუზიაზმს შემატებს ქვეყნის ლიდერებს მიუხედავად გამოწვევებისა. თქვენი ქვეყანა ეჭვის ქვეშ ნამდვილად არ დგას თქვენ ამაყობთ, რომ თქვენ გაგაჩნიათ მისწრაფება ევროკავშირისა”, – განაცხადა მიჰალ ბონიმ.
ბრიუსელში ამ წუთებში ევროპარლამენტის პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციას იხილავენ.