გვინდა, რომ არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული ყველა სარგებელი მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება პრაქტიკული შედეგის მომტანი და მატარებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.
”ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მათთვისაც და ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული ყველა სარგებელი იყოს მაქსიმალურად ხელმისწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის. ჩვენი ნაბიჯები ევროპისკენ გრძელდება და ეს არის დამსახურება ჩვენი მთავრობის, რომ დღეს ჩვენ ერთხმად გვაღიარებს ყველა ევროპული პარტია, ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფი როგორც სამაგალითო, წარმატებულ, ძალიან მყარ და ფართო პარტნიორობის მქონე ქვეყანას“ , – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მიხეილ ჯანელიძე – გვინდა, რომ მიღებული ყველა სარგებელი, მაქსიმალურად ხელმისწვდომი იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის
2017/02/02 16:29:00
ნანახია: 1267 ჯერ