“მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ! გილოცავთ!” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს. პრეზიდენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ევროპარლამენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას ულოცავს.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ! გილოცავთ!“, – წერს პრეზიდენტი ფეისბუქის გვერდზე.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა.
კომენტარები