“ზურაბ ჟვანიას ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში გაკეთებული დიდი საქმეები კვლავ არაერთი თაობისათვის იქნება ორიენტირი წინსვლისა და განვითარების გზაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი განცხადებაშია აღნიშნული.
„დღეს ჩვენი ეპოქის გამორჩეული პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ჩემი მეგობრისა და თანამებრძოლის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეა.
„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – მისი ეს ფრაზა ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართველი ხალხის ისტორიულ მისწრაფებას, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სწორედ ზურაბის უდიდესი ძალისხმევით შეიძინა ახალი სუნთქვა. მისი წვლილი თავისუფალი, ევროპული საქართველოს შენებაში სრულიად უნიკალურია. ზურაბისა და მის თანამოაზრეთა თავდაუზოგავმა ძალისხმევამ შექმნა მყარი საფუძველი ქართული პარლამენტარიზმის განვითარების, ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების შეუქცევადობისათვის, მნიშვნელოვანწილად, განაპირობა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების დღევანდელი სახე.
მის ბრძოლასა და შრომას მუდმივად განმსჭვალავდა რწმენა, რომ საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახის წევრობა ჩვენი ისტორიული გზის გაგრძელება, ჩვენი ბედისწერაა. ამიტომ, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს ზურაბი განსაკუთრებით ბედნიერი იქნებოდა.
ზურაბ ჟვანიას ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში გაკეთებული დიდი საქმეები კვლავ არაერთი თაობისათვის იქნება ორიენტირი წინსვლისა და განვითარების გზაზე“, -აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.
დღეს, 3 თებერვალს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა.
“ზურაბ ჟვანიას ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში გაკეთებული დიდი საქმეები არაერთი თაობისათვის იქნება ორიენტირი წინსვლისა”
2017/02/03 12:04:59
კომენტარები
ნანახია: 1163 ჯერ