უზენაესი სასამართლოს წევრებზე ზეწოლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე განცხადებას აკეთებს.
“თუ საქართველოში არ იქნება უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება და სასამართლოს თავისუფლება, გვერდზე დაგვრჩება ვიზებიც, ევროპაც და საერთოდ ნორმალური განვითარებაც. ამიტომ, ეს არის ის საკითხი, რომელსაც აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა მოხდეს ამ საქმის სრულფასოვნად გამოძიება. ჩვენი მოთხოვნებია, პირველი, მივმართავთ პრეზიდენტს და ვთხოვთ ჩაერთოს ამ საქმეში და უშუალოდ მიადევნოს თვალყური პროცესს. ჩვენ აუცილებლად შევხდებით საქართველოში არსებული დიპლომატიურ კორპუსს და ვთხოვთ, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ბოლომდე მიადევნონ თვალი ამ პროცესებს. ჩვენ მოვუწოდებთ არასამთავრობო სექტორს ამ ფუნდამენტური თემის ირგვლივ ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ ეს საკითხიო იქნეს მთლიანად გამოძიებული და ბოლოს როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ საქმის გამოძიებაში ჩართული იყოს პარლამენტი,“ – განაცხადა ბაქრაძემ.