“ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მოვაჭრეები ხელისუფლებას ათდღიან ვადას აძლევენ.
“ჩვენი ერთადერთი საარსებო წყარო გაქრა. ფაქტობრივად, ჰაერში ვართ დარჩენილი. მოვითხოვთ როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელთან შეხვედრას. მინდა გითხრათ, რომ მთავრობას ვაძლევთ 10-დღიან ვადას. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ, იგივე მდგომარეობა თუ გვექნება, პერმანენტულ აქციებს დავიწყებთ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის ორგანიზატორია „საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატთა“ ასოციაცია.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც სავაჭრო ცენტრში ვაჭრობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
“ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს
2017/02/04 14:23:08

ნანახია: 1303 ჯერ