„დანაშაულზე წასწრებულებმა ატეხეს ახალი პიარკამპანია იმისთვის, რომ როგორც ყოველთვის ხდება, ჩვენ გადმოგვაბრალონ ეს ამბავი,“ – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-ის მხარე, თუ ოპოზიცია, მამუკა ახვლედიანის მიერ ქონების შეძენაზე არ საუბრობენ.
„გუშინ გახდა ცნობილი ამბავი, რომ მოსამართლეს, რომელსაც ნიკა გვარამია ესაუბრებოდა და იქ მილიონებზე იყო საუბარი, მართლაც დაუდასტურდა მილიონიანი ქონების თუ აქტივების შეძენის ფაქტი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძეს კითხვები აქვს, თუ რითი შეიძინა მამუკა ახვლედიანმა ქონება, თან იმ ფონზე, როდესაც ის “რუსთავი 2”-ს იცავდა.