საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სპორტსმენების ახლობლები მონაწილეობენ. აქციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ში შესული სპორტსმენები დაკავებულები არიან, რამაც აქციის მონაწილეთა პროტესტი გამოიწვია.
მათი განცხადებით, სპორტსმენები არიან უდანაშაულოები და მათ მაგივრად შსს-ში ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უნდა იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ ”გამოუშვით!”, ”ძირს ”ნაციონაური მოძრაობა!”, ”გაუმარჯოს სპორტსმენებს!”.
კომენტარები