სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიასა და უმრავლესობის წევრ, მამუკა მდინარაძის შორის, კურიერის პირდაპირ ეთერში დაპირისპირებას გამოეხმაურა:
“იმაზე არაფერს ვიტყვი, რომ მე პირადად, გვარამიას არ დავუჯდებოდი, მეტადრე “თავისი” ტელევიზიის გადაცემაში ! არ უნდა აკადრო შენ თავს… ეს ალბათ იმიტომ რომ წლები და გამოცდილება მკარნახობს!
მაგრამ მთავარი სხვა რამაა: ტელევიზიის დირექტორი “ასე” (ან ფორმატი, ან ენა, ან აკანკალებული ხმა და აგრესიული ტონი და ქცევა) რომ გამოდის ეთერში, ყველა ზღვარს გადასცდა! მგონი, უნდა ითარგმნოს მისი გამოსვლა, მოვასმენინოთ საჯაროდ, პირველ რიგში ევროსაბჭოს, შემდგომ საპარლამენტო ასემბლიის სესიაზე – სადაც ამათი დაცვა ჩვევად გადაიქცა –
და ამითი დასრულდეს რუსთავი 2 -ის თემა …
თვით გვარამიამ კი უკვე თავისთავს წერტილი დაუსვა!”-წერს ზურაბიშვილი.