უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც თითქოსდა ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
რაც შეეხება საუბრის შინაარსს, მდინარაძის თქნით, „ამაში გასაკვირი არაფერია“.
“გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჩანაწერების ავთენტურობა. რაც შეეხება შინაარსს, ამაში გასაკვირი არაფერია, ეს არის მათი სტილი. თუნდაც მონტაჟი იყოს, საინტერესოა, რა მილიონებზე საუბრობდა (გვარამია). ჩანაწერების ავთენტურობა სანამ არ დადგინდება, კონკრეტული ბრალდებები არ შეიძლება გამოითქვას, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მათი მოქმედებების სტილი”, – განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები