შინაგან საქმეთა სამინისტრომ მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა გოგონამ ბოლნისში იმშობიარა.
“ვიცი, რომ შეყვარებულები იყვნენ თავიდან, მერე ნიშნობა არ ყოფილა ისე მოიტაცეს. ახლა 15-ის ხდება. მოიტაცეს, მაგრამ გოგო თანახმა იყო,” – ამბობს ოჯახის ახლობელი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალურ ურთერთობას 16 წლის ასაკს მიუღწევლთან.
კომენტარები