მე პასუხს ნუ მომთხოვთ მოსამართლის ნაცვლად, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მანანა კობახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „რუსთავი 2“-ის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„თუ რომელიმე მოსამართლე თავის მოვალეობას არ ასრულებდა და ძაღლს ასეირნებდა, ეს მისი პასუხისმგებლობის საკითხია და მე ვერ ვაგებ პასუხს კონკრეტული მოსამართლის ქმედებაზე, არ ვარ უფლებამოსილი პირი. თუ რამე ფაქტები არსებობდა ზეწოლის, პროკურატურამ გამოძიება წარმართა. მე რამდენადაც მახსოვს, ის მოსამართლე 2012 წლამდეა დანიშნული. მე არ მომწონს და ცუდია, თუ მოსამართლე პროცესზე არ მიდის და ძაღლს ასეირნებს, მაგრამ მე პასუხს ნუ მომთხოვთ მოსამართლის ნაცვლად“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები