გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს, გამონაკლისის სახით, შესაძლებლობას აძლევს გენერალური მდივნის თანამდებობის არჩევნებში მესამედ მიიღოს მონაწილეობა.
ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის 25-ე ასამბლეაზე მიიღეს, რომელიც 16-20 ოქტომბერს უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში გაიმართა. ცვლილებას მხარი 140 ქვეყნიდან 74%-მა დაუჭირა მხარი. პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიზეზად პანდემიის დროს გამოწვეული იძულებითი პაუზა და განსაკუთრებით ბოლო წლებში ორგანიზაციის ეფექტური მუშაობა დასახელდა.
ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალაურ მდივნად პირველად 2017 წელს აირჩიეს, მეორე ვადით კი – 2021 წელს.
კომენტარები