აქ არიან დეპუტატები, არავის არ სჭირდება ლექციების წაკითხვა, – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს, რომელმაც საკომიტეტოს მოსმენაზე ტერმინ დისკრიმინაციის განმარტებაზე ისაუბრა.
„ქალბატონო ანა, ბოდიშს ვიხდი, უნდა შეგაწყვეტინოთ. აქ არიან დეპუტატები, არავის არ სჭირდება ლექციების წაკითხვა. ამ პარლამენტმა მიიღო დისკრიმინაციის კანონი და არ გვჭირდება ჩვენ ამის განმარტებები. მე ასევე მოგცემთ თქვენ ახლა შენიშვნას და დავამთავროთ ეს პირადი, ერთმანეთისთვის სწავლება. არგუმენტებით ველაპარაკოთ ერთმანეთს და გადავიდეთ არგუმენტებით მოკლე პასუხებზე, თორემ ეს ყველაფერი იღებს არაჯანსაღ სახეს“, – განაცხადა ბესელიამ.
კომენტარები