სამწუხაროა, რომ ვეტომ გარკვეულწილად დაჩრდილა იმ უპრეცედენტო რეფორმის მნიშვნელობა, რომელიც გატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“მე ერთხელ უკვე დავაფიქსირე ზოგადი პოზიცია ვეტოსთან მიმართებაში. სამწუხაროა ის, რომ ვეტომ გარკვეულწილად დაჩრდილა იმ უპრეცედენტო რეფორმის მნიშვნელობა, რომელიც გატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ. ჩვენ მიერ გატარებული რეფორმა იყო უპრეცედენტო – უპრეცედენტო ცვლილებები განხორცილდა მართლმსაჯულების სისტემაში. სამწუხაროა, რომ ამ ვეტომ გარკვეულწილად ჩრდილი მიაყენა რეფორმის მნიშვნელობას. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, პარლამენტი მსჯელობს ვეტოს შინაარსზე და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე, სავარაუდოდ, უკვე ამ კვირაში“, – განაცხადა კობახიძემ.