„სად არის აქ ჟურნალისტური სოლიდარობა? – როგორ შეიძლება ასეთი კაცი შენი ხელმძღვანელი და შენ მისი ხელქვეითი იყო? – ისე იქცევა თითქოს სახლშია და თითქოს საზოგადოებას არ ელაპარაკებოდეს…“, – შესაბამისი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რუსთავი 2“-ის საქმეზე საუბრისას გააკეთა:
„ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ყველას ეს არ ეხება, მაგრამ არ ვარ კარგი აზრის ქართველ ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკაზე. პერსონალურად არავის ვგულისხმობ. ყველა ერთმანეთს ჰგავს, წაყვანის მანერა, ტექსტის კითხვა, ასე მგონია, რომ ერთი ჯგუფია, რომლებიც განთესილი არიან სხვადასხვა ტელევიზიებში.
„რუსთავი 2“, რომელიც მუდმივად ცრუობს, ხალხს ნერვებს უშლის, აშანტაჟებს, როგორ დავიჯერო, რომ ამ ტელევიზიაში არ არიან ადამიანები, რომლებიც ღირებულს ქმნიან, რასაკვირველია, ვერ დავიჯერებ, დარწმუნებული ვარ ასეთებიც არიან. მაგრამ ეს ტელევიზია ყველა საზღვარს გასცდა. რაც არ უნდა კერძო გერქვას, არ შეიძლება ასე მუშაობდე, რაც არ უნდა საჯარო გერქვას, არ შეიძლება ამ ენით ილაპარაკო. შენ ხვდები უკვე, რომ ადამიანებს აღარ უყვარხარ, უკვე დისტანცირება მოხდა შენსა და მაყურებელს შორის და მაინც კვლავ მაყურებლის სახელით ლაპარკობ, ამის უფლება არ გაქვთ.
სოლიდარულები არასდროს ყოფილხართ, როდესაც თქვენხელა ბიჭებს, გოგონებს ჩვენს ქალაქში დევნიდნენ, ცემდნენ, ავიწორვებდნენ, ოჯახებს აქრობდნენ… სად იყო მაშინ სოლიდარობა? ახლა რომ გამოდიან გაპრანჭული სახეებით… მე ხომ მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე ვსაუბრობ და არაფერ შუაშია აქ რომელიმე პარტია ან ფრაქცია… მე ნიშნისმოგებით კი არ ვლაპარაკობ, გულისტკივილით ვამბობ ამ ყველაფერს. ეს უვარგისი ტელევიზიაა, ეს უნიჭო ტელევიზიაა, ეს დამნაშავე ტელევიზიაა.
ბოლოს რაც მოხდა მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით, ჯერ წამყვანს ვეკითხები, თუ წამყავნი ხარ და რაღაც პოზიცია გაქვს, როგორ გივარდება კაცი ასე ეთერში? რომელიმე ჟურნალისტმა ამოიღო ამაზე ხმა? როგორც შეიძლება ფრაქციის ხელმძღვანელს ან ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, პოლიტიკური ფიგურა გამოდის ეთერში, ამ სიურპირიზის შესახებ ხომ უნდა უთხრათ, ისიც ხომ უნდა მოემზადოს… შემოვარდა ბომბასავით გვარამია და ისეთი რაღაცები იკადრა…. ასე არ იქცევიან არცერთი კატეგორიის ადამიანები, ეს არის უკადრისი საქციელი რაც მან იკადრა. ამ ეთერით კარგად დავინახეთ ვინ როგორ არის აღზრდილი სად არის აქ ჟურნალისტური სოლიდარობა? როგორ შეიძლება ასეთი კაცი შენი ხელმძღვანელი იყოს და შენ მისი ხელქვეითი იყო? ისე იქცევა, თითქოს სახლშია და თითქოს საზოგადოებას არ ელაპარაკება… შევარდნა, გამოვარდნა ეთერში, ამდენი შეურაცხყოფა, რა შთაბეჭდილება უნდა მქონდეს ამის შემდეგ?!- აი, მერე ვიღაცას გაუკვირდება რომ ასეთ ადამიანს ვიღაცამ ქუჩაში ერთი სილა გაუტყლაშუნოს. მეტყვით, რომ ჩხუბის მომხრე ვარ, ჩხუბის მომხრე არ ვარ, უბრალოდ შენს უტაქტობას და უნამუსობას საზღვარი არ აქვს და თურმე თფილისიც ისხედით… აკვირდებით, რომ ამ ყველაფრით ჯანმრთელობას ვკაგრავთ? – რაღაც კულტურა ხომ უნდა შეინარჩუნონ“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.