თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობა იწყება.
ცერემონიას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში“ თბილისში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვი.
„თეატრის მშენებლობა კიდევ ერთი დადასტურებაა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების, რომელიც ყოველწლიურად ღრმავდება და განვითარების ახალ ეტაპზე გადადის“, – აღნიშნა ცერემონიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
კომენტარები