გია ვოლსკი “ფარულ მოსმენებში” სუს-ის ჩართულობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ სტრუქტურა სამართლებრივ ჩარჩოებში აბსოლუტურად ჩამჯდარია.
“ერთ რამეზე შევთანხმდით, სტრუქტურა, რომელიც აწარმოებს ფარულ მიყურადებას, ამავე დროს, არ უნდა აწარმოებდეს გამოძიებას. ჩვენ შევქმენით ცალკე ახალი სტრუქტურა. რაც შეეხება სუს-ის ჩართულობის ნეგატიურად წარმოჩენას, ვფიქრობ, უსამართლოა. ასევე, ცალსახად პოზიციის გაშუქება, რომ სუსი დამაზიანებელი ორგანოა, ხელაღებით ლაპარაკი მგონია. ჩვენ ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ, იმიტომ რომ ვიღაცას მიაჩნია ჩვენი რომელიმე ოფიცერი არაკეთილსინდისიერად, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს ასე არაა. ჩვენი ოფიცრები სამართლებრივად აბსოლუტურად ჩარჩოებში არიან მოქცეული. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სუს-ის კოლეგიალური ორგანო მონაწილეობას იღებს კანდიდატების შერჩევაში და მერე პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.