გოგა ხაინდრავას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ადრეც პრიმიტიულად მოქმედებდა და პრიმიტიულად მოიქცა ე.წ. მოსამართლეების სკანდალის საქმეზეც.
“არ დაგვავიწყდეს რომ ეს პროკურატურა და სასამართლოც ყურმოჭრილი მონა იყო იმ ადამიანების ვინც ერთმანეთში საუბრობს. დარწმუნებული ვარ პროკურატურაში ადეიშვილის და საყვარელიძის ბევრი კუდია დარჩენილი, ისევე როგორც შსს-ში, თუ ვინმეს სჯერა რომ მერაბიშვილი წავიდა და შემთხვევით დატოვა სეიფში პირადი ცხოვრების ჩანაწერები, მაშინ კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. დღეს საყვარელიძემ თქვა, ასე პრიმიტიულად არ მოვიქცეოდითო, ზუსტად ასე პრიმიტიულად აკეთებდნენ ყველაფერს. მათ სკანდალი სჭირდებათ, იქედან მივა წერილი თუ აქედან, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია შედეგი და შედეგი არის სკანდალი.
კომენტარები