პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
სხდომაზე მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის საკითხს განიხილავენ.
კანონმდებლები ”საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზეც იმსჯელებენ. გარდა ამისა, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილავენ ”შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესსა და პირობებს ადგენს. ასევე პირველი მოსმენით განიხილავენ ”ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს.
კომენტარები