საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი რუსთავის ”აზოტიდან” გათავისუფლებულ მუშებს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
”მინდა „რუსთავის აზოტის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოვეხმაურო. ჩემი სახელით და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის სახელით მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო გაფიცულ და აქციაში მონაწილე მუშებს. მინდა მოვუწოდო ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ რუსთავში არის სივრცე მოლაპარაკებების იმისთვის, რომ კონსენსუსის საფუძველზე ყველასთვის მისაღები შედეგი დადგეს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტიტუციური მოდელები, რომლის ფარგლებშიც მოლაპარაკებების შედეგად შესაძლებელია ამ ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შენაჩუნება. მივესალმები თუ ეს პროცესი დაიწყება და დეპუტატებიც სიამოვნებით ჩავერთვებით ამაში”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი “რუსთავის აზოტიდან” გათავისუფლებულ მუშებს სოლიდარობას უცხადებს
2017/02/08 15:48:21
ნანახია: 1195 ჯერ