ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს ყველას, შეუერთდნენ მათ მიერ ორგანიზებულ აქცია-მსვლელობას, რომელიც 10 თებერვალს, თბილისში, სიტყვის თავისუფლების დასაცავად იმართება.
“ჩვენ დღეს მოვისმინეთ განცხადება, რომ ერთი აქციის ფარგლებში კოორდინაცია საკმარისი არაა და მნიშვნელოვანია ეს მთელი ამ პროცესის განმავლობაში გაგრძელდეს. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას და ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალას დავიწყოთ კონსულტაციები, რათა ყველამ ერთად დავიცვათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში”, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა.
კომენტარები