მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „ექსკლუზივ ნიუსთან“ საუბარში, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება.
„ეს იყო წინასწარ გამიზნული ქმედება. რაც მათი ქმედების ჩვეული სტილია. „ნაციონალური მოძრაობა“ ადრე მოსამართლეებზე შეტევას შანტაჟით, მუქარით და კუნთებით ახდენდა, დღეს კი სხვა მეთოდებზე გადავიდნენ. ცდილობენ კონკრეტულ საქმეებზე გავლენა იქონიონ მოსყიდვით, დეზინფორმაციის გავრცელებით და კონკრეტული ინსტიტუტების დისკრედიტაციით. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა. კიდევ ერთი მათ მიერ დაგეგმილი სკანდალი კრახით დასრულდა. ამაზრზზენია როდესაც საკუთარ ამომრჩეველს და მოქალაქეებს ატყუებ მოგონილი ამბებით“-განუცხადა „ექსკლუზივ ნიუსს“ მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები