“უკანონო მოსმენების შესაძლებლობა არ უნდა გაფართოვდეს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
თამარ კორძაია დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება და თვლის, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლე ერთვება მიყურადების საქმეში და ასევე, ნდობის ჯგუფის ერთი წევრი აკონტროლებს მოსმენების კანონიერებას.
„უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მიაწოდებს შესაბამის ორგანოებს ინფორმაციას, სისტემაა შექმნილი ისეთი, თითქოს დამოუკიდებელია, მაგრამ აკონტროლებს თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს რაც ხდება, ეს არის ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტი. მე ვთლი, რომ გაურკვეველია, ვინ არის აუდიტი ამ სამსახურში. არც ის მომწონს, რომ აუდიტის გაგზავნა დაშვებული იქნება ნებისმიერ პირთან. მათი კონტროლის სფეროში ექცევა ყველა ავტორიზებული პირი, რაც არის ყოვლად დაუშვებელი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
“ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს რაც ხდება, არის ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტი”
2017/02/10 12:05:51
ნანახია: 1174 ჯერ