ტეხასის შტატის ქალაქებმა, ოსტინმა და ჰიუსტონმა ქართული ღვინის რიგით მეექვსე ფორუმს უმასპინძლა. ორდღიანი პროგრამა მოიცავდა კონფერენციას, რომელიც ქალაქ ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტში, ხოლო ქალაქ ჰიუსტონში რაისის უნივერსიტეტში, მეცნიერების, ეკონომისტების, მსხვილის სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო ქართული ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, მისი მარკეტინგული პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე, თანამედროვე ინდუსტრიის მდგომარეობა, აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პოლიტიკა, ღვინის გლობალური ბაზრის მდგომარეობის ასპექტები და სხვა საკითხები.
ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. კონფერენცია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.