უნდა დაამტკიცოს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა ახალი მენეჯმენტის გეგმა? – ამ კითხვით “რეზონანსმა” მსახიობ გივი სიხარულიძეს მიმართა.
– “მე რომ მკითხოთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ხანია აღარ არსებობს. ყველაზე დაბალი დონის არხი იყო, დედამიწის ზურგზე რაც კი არსებულა. არხს აღარავინ აღარ უყურებდა. დანგრეულ და გაუბედურებულ შენობაში რა უნდა მოეხერხებინათ? ძალიან დაბალი დონის გადაცემები ჰქონდათ და თუ შეჩერდება, ძალიან კარგი იქნება. ხალხი მეცოდება, რომელიც უმუშევარი რჩება”, – განაცხადა გივი სიხარულიძემ.
კომენტარები